“თუ მხოლოდ იმ წიგნებს წაიკითხავ, რომლებსაც სხვები კითხულობენ, შენც დანარჩენებივით იფიქრებ.”
“რა ხდება ვინმესთვის გულის გადაშლის მერე? რეიკომ ხელები მაგიდაზე ერთმანეთს მიაბჯინა, სიგარეტი ტუჩებს შორის ჰქონდა გადმოკიდებული. მოსწონდა ასე. – უკეთ ხდები.”
“ასე ძალიან არავის უყვარს მარტოობა. მე მარტო იმას ვცდილობ, არავის დავუმეგობრდე. ამას იმედგაცრუება მოჰყვება.”
“მინდა, ყოველთვის გახსოვდე. გემახსოვრება, რომ ვარსებობდი? რომ შენ გვერდით ასე ვიდექი?”
“მე კი ყოველთვის სიყვარული მწყუროდა. ერთხელ, სულ ერთხელ მოვინდომე, სიყვარულით გავმძღარიყავი. მაგრამ არასდროს არ მაძლევდნენ იმას, რაც მინდოდა. არასდროს, სულ არასდროს. თუ მათთან მიხუტებას და რაღაცის თხოვნას ვეცდებოდი, თავიდან მიშორებდნენ და მიყვიროდნენ. „არა! ეგ ძალიან ძვირი ღირს“, – მხოლოდ ეს მესმოდა მათგან. ამიტომ გადავწყვიტე, მეპოვა ვინმე, ვისაც უმიზეზოდ ვეყვარებოდი წელიწადში სამას სამოცდახუთ დღეს.”