“არის რაღაც დიდი და შემაძრწუნებელი თვითმკვლელობაში. ბევრია ისეთი ადამიანი, რომლის ძირს ჩამოვარდნა არაა სახიფათო, როგორც ბავშვისა, რომელიც ისეთი სიმაღლიდან ვარდება, რომ არ შავდება; მაგრამ დიდი ადამიანის დაშავებისათვის საჭიროა, იგი დიდი სიმაღლიდან გადმოვარდეს, ზეცამდე იყოს ასული, რაღაც მიუწვდომელი სამოთხე ჰქონდეს დანახული. შეუბრალებელი უნდა იყოს ქარიშხალი, რომელიც ადამიანს აიძულებს სულიერი მშვიდობა სთხოვოს დამბაჩის ლულას. რამდენი ახალგაზრდა ნიჭი ჭკნება და იღუპება მანსარდებში მეგობრის, ნუგეშისმცემელი ქალის უყოლობის გამო, მილიონ არსებათა შორის, ოქროთი დაღლილი და მოწყენილი ბრბოს თვალწინ! თვითმკვლელობასა და აყვავებულ იმედებს შორის, რომელთა ხმა ახალგაზრდა კაცს პარიზისკენ მოუწოდებდა, ღმერთმა იცის, რამდენი განზრახვა, რამდენი დაუმთავრებელი პოეტური ნაწარმოები, რამდენი სასოწარკვეთილება და დახშობილი ძახილი, რამდენი უნაყოფო ცდა და უდღეური შედევრი იყო.”
“საზოგადოებრივი აზრი? - ეს ხომ ყოველ მეძავ ქალზე უფრო გარყვნილი არსებაა.”
“როცა ქალს არავინ უყვარს, იგი კეკლუცობს.”
“არსებობს უფსკრული, რომელსაც თვით სიყვარულიც ვერ გადალახავს”
“ბედისწერას თავისი ლოგიკა აქვს.”