“შენი გულისთვის, თუნდაც ათასჯერ...”
— ჰასანი
“უსამართლობაა, მაგრამ ზოგჯერ რამდენიმე დღეს, ანდა თუნდაც ერთ დღეს, მთლიანად შეუძლია ცხოვრების შეცვლა.”
“იცოდე, მხოლოდ ერთი ცოდვა არსებობს, მხოლოდ ერთი – ქურდობა, ყველა სხვა ცოდვა ქურდობის ვარიაციაა. გესმის?”
“ხომ იცი, უფრო მტკივნეულია გყავდეს და დაკარგო, ვიდრე სულ არ გყავდეს.”
“მტკივნეულია ამის თქმა, მაგრამ უმჯობესია, გული სიმართლემ გატკინოს, ვიდრე ტყუილმა დაგიამოს.”
“ავღანეთში ბევრი ბავშვია და ცოტა ბავშვობა.”
“პატიება? მაგრამ ქურდობა ხომ მიუტევებელი ცოდვაა, ყველა ცოდვაზე უფრო მძიმე, უფრო სასტიკი! „კაცს როცა ჰკლავ, მის სიცოცხლეს იპარავ, კაცის ცოლს ქმარს ჰპარავ, ბავშვებს მამას, როცა ცრუობ, სიმართლის გაგების უფლებას ჰპარავ ვიღაცას, როცა თაღლითობ – სამართალს. ქურდობაზე უარესი ცოდვა არ არსებობს”
“ხმას არ ვიღებთ, მაგრამ იმიტომ არა, რომ სათქმელი არ გვაქვს, უბრალოდ იმიტომ, რომ ისედაც გვესმის ერთმანეთის”