“შეიძლება , იმაში არ ვიყო დარწმუნებული , რაც მაინტერესებს , მაგრამ რაც არ მაინტერესებს , ის კი ნამდვილად ვიცი-მეთქი, მივუგე.”
“ვუთხარი , რომ აღარ შემეძლო ლაპარაკი . მას უნდოდა ელაპარაკა ღმერთზე , მაგრამ მისკენ წავედი და ვცადე უკანასკნელად გამეგებინებინა , რომ დრო აღარ მრჩებოდა. მე არ მინდოდა ღმერთის გულისთვის ეს დრო დამეკარგა.”
“დღეს დედა გარდაიცვალა , ან იქნებ - გუშინ.”
“მკითხა , მსურდა თუ არა ცხოვრების შეცვლა . ვუპასუხე , რომ ცხოვრების შეცვლა შეუძლებელია , ყველაფერს ერთი ფასი აქვს და ჩემი აქაური ყოფა ძალიანაც მომწონს - მეთქი”
“არ შემეძლო წარმოდგენა , რომ როდესმე შეჩერდებოდა გულისცემა , რომელიც მუდამ თან მდევდა . არ შემეძლო ჩემი სიკვდილის წარმოსახვა . წარმოუდგენელი იყო ერთი წამიც კი გულისცემის გარეშე.”
“ამას ბუნებრივად ვთვლიდი , რადგან სიკვდილის შემდეგ მეც ყველა დამივიწყებს . მათ ჩემთან უკვე აღარაფერი ექნებათ საერთო . ამაზე ფიქრი ძნელი არ იყო .”