გზამკვლევი
“საშინელება ისაა, როცა არაფერი გაბადია, რასაც უნდა ელოდო.”
“არც მასზე მინდოდა ამდენი ფიქრი. ისე
უნდა მიმეღო, როგორც მოულოდნელი, გასახარელი საჩუქარი,
რომელიც მოვიდა და წავა – მეტი არაფერი მნდომებია. არ მინდოდა იმ აზრის დაშვება, რომ მეტიც შეიძლებოდა. მეტისმეტად
კარგად ვიცოდი, რომ ყველა სიყვარულს მარადიულობა სურდა
და სწორედ ეს იყო მარადიული სატანჯველი. მარადიული არაფერია. არაფერი.”
“ძმებო, სიცოცხლე ავადმყოფობაა, და სიკვდილი დაბადებისთანავე იწყება. ყოველი ჩასუნთქვა და ყოველი გულისცემა კიდევ ცოტა სიკვდილია, დასასრულისკენ გადადგმული პატარა ნაბიჯი.”
“მერე დავბრუნდი. გზად ბევრი რამ გამახსენდა, რისი თქმაც
მინდოდა, ბევრი მშვენიერი სიტყვა ქუჩებში მივაბიჯებდი და
ვფიქრობდი, რამდენ რამეს ვიტყოდი და გავაკეთებდი, ასეთი
რომ არ ვიყო – ასეთ როგორიც ვარ.”
“That is the remarkable thing about drinking: it brings people together so quickly, but between night and morning it sets an interval again of years.”
“დავიწყება მარადიული სიჭაბუკის საიდუმლოა. კაცს მხოლოდ მეხსიერება აბერებს. მეტისმეტად ცოტას ვივიწყებთ.”